Apple-ის ახალ ბიუჯეტურ iPhone-ს ახალი წლისთვის გამოუშვებს

Apple ახალ 2025 წელს ბიუჯეტური iPhone SE-ით შეხვდება, რომელიც ეკონომიურ მყიდველებზე არის გათვლილი. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

ბიუჯეტურ iPhone SE-ის დიზაინი iPhone 14-ის მსგავსი იქნება და Apple Intelligence AI-ს ანალოგიური ფუნქციებით აღიჭურვება.

iPhone SE-ის ამჟამინდელი თაობის მოდელი 2022 წლით თარიღდება, რის შემდეგაც დიდი დრო გავიდა. ამდენად, შემდეგი თაობის iPhone SE-ის უკვე 2025 წლის დასაწყისში ელოდებიან.

iPhone SE შემოკლებით “special edition”-ს, ანუ “სპეციალურ გამოშვებას” ნიშნავს და Apple-ის საწყისი დონის iPhone-ის ხაზია, რომელიც, თითქმის, ექსკლუზიურად ბიუჯეტური მყიდველებისთვის არის გამიზნული.

2022 წლის iPhone SE არის home-ღილაკისა და დამუხტვის Lightning-პორტის მქონე ბოლო მოდელი. ის iPhone 8-ზე არის დაფუძნებული. შემდეგი, ანუ 2025 წლის iPhone SE-ის ვერსია უფრო თანამედროვე და დახვეწილი იქნება. Bloomberg-ის ცნობით, Apple მომავალი iPhone SE-ს საბაზისო დიზაინისთვის iPhone 14-ს გამოიყენებს. სააგენტოს წყაროს ცნობით, მოდელის შიდა კოდირებული სახელი “V59”-ია.

ახალ iPhone SE-ის შესაძლოა, მეორე კამერაც ჰქონდეს, მაშინ, როცა მიმდინარე ვერსიას მხოლოდ ერთი აქვს. ასევე, მოსალოდენლია განახლებული საბაზისო საცავი, რაც მიმდინარე ვერსიას 64 GB -იდან ეწყება. თუმცა ყველაზე დიდ სიურპრიზად Apple Intelligence-ის მხარდაჭერა სახელდება. როგორც ცნობილია, Apple Intelligence-ს მეტი ოპერატიული მეხსიერება სჭირდება, რის გამოც წლევანდელი iPhone 16-ის სერიები 8 GB-ით არის აღჭურვილი. ამდენად, ბიუჯეტურ iPhone SE-ს შესაძლოა, 8 GB-ის ოპერატიული მეხსიერება ჰქონდეს.

რაც შეეხება ჩიპს, როგორც წესი, SE-მოდელებს ბევრად აღმატებული პროცესორები ჰქონდათ, ვიდრე მათი დიზაინია. მაგალითად, 2022 წლის iPhone SE აღჭურვილია A13 Bionic-ით, რომელიც, ასევე, ფლაგმანი ჩიპია iPhone 11-ის, iPhone 11 Pro-ს და iPhone 11 Pro Max-ისთვის. iPhone SE-ის ახალ ვერსიას შესაძლოა, იგივე ჩიპი ჰქონდეს, როგორითაც iPhone 15 ან თუნდაც iPhone 16 არის აღჭურვილი.

წინასწარი შეფასებებით, ახალი iPhone SE ყველაზე ხელმისაწვდომი შემდეგი თაობის iPhone იქნება, რაც Apple-ს დაეხმარება, უკეთესად გაუწიოს კონკურენცია ბიუჯეტურ Android-მოთამაშეებს ისეთ წამყვან ბაზრებზე, როგორიც ინდოეთი და ჩინეთია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ