შავი ზღვის პროდუქტების ექსპორტიორთა ასოციაციამ 1-ელ სექტემბერს დაწყებული 2024-2025 წლების საექსპორტო სეზონის პირველი თვის მონაცემები გამოაქვეყნა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ 1-30 სექტემბრის პერიოდში თურქეთიდან საზღვარგარეთ 197 563 194 დოლარად, 24 926 ტონა თხილი გაიყიდა, ხოლო წინა სეზონის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტირებული იყო 24 462 ტონა თხილი. შემოსავალი 152 866 779 დოლარს შეადგენდა.