რომელია ყველაზე ძვირადღირებული შამპანური მსოფლიოში - Wine-Searcher-ის რეიტინგი

სერვის Wine-Searcher-მა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული შამპანურების 2024 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის ტოპ 10-ეულის ბოთლების ფასი დასავლეთის ბაზრებზე 2,156-დან 5,305-დან დოლარამდე მერყეობს.

როგორც შარშან, სიაში Dom Pérignons ლიდერობს, რომელსაც Jacques Selosse-ის, Krug-ის, Bollinger-ისა და Louis Roederer-ის ამორფული ნაზავი მოსდევს.

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული შამპანურების ტოპ 10-ეული ასეთია:

  • Dom Perignon P3 Plenitude Brut Rose – 5,305 დოლარი
  • Dom Perignon P3 Plenitude Brut – 4,831 დოლარი
  • Dom Perignon Oenotheque Rose – 3,358 დოლარი
  • Krug Clos d'Ambonnay Blanc de Noirs Brut – 3,341 დოლარი
  • Dom Perignon Oenotheque Rose – 3,324 დოლარი
  • Bollinger R.D. Extra Brut 'Spectre' James Bond 007 Edition – 3,176 დოლარი
  • Louis Roederer Cristal 'Gold Medalion' Orfevres Limited Edition Brut Millesime – 3,149 დოლარი
  • Jacques Selosse Millesime – 2,453 დოლარი
  • Louis Roederer Cristal Vinotheque Edition Brut Rose Millesime – 2,285 დოლარი
  • Jacques Selosse 'Origine' Blanc de Blancs Grand Cru Brut – 2,156 დოლარი

ცნობისთვის: შამპანურ Dom Perignon-ის მწარმოებელმა 2023 წლის ყურძნის მოსავლისგან დაყენებულ ყველა ღვინოზე უარი განაცხადა. მწარმოებელის განცხადებით, 2023 წლის ვინტაჟს არ გამოუშვებდა. კერძოდ, რთველის მთლიანად დასრულებისა და პირველადი დუღილის შემდეგ მარნის ოსტატმა, ვინსენტ ჩაპერონმა ჩათვალა, რომ ღვინო Dom Perignon-ის სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ