„ლიფტების უმეტესობა მწყობრიდან არის გამოსული“ - რომელ შენობებში განთავსებული ლიფტებია ყველაზე ცუდ მდგომარეობაში

„ყველაზე ცუდ მდგომარეობაშია იმ შენობებში განთავსებული ლიფტები, სადაც მოსახლეობას არ აქვს იმის საშუალება, რომ ამ პრობლემას მიხედოს“ - ამის შესახებ კომპანია "სი ეი ენთერნეიშენალის" გენერალურმა დირექტორმა სანდრო შელიამ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა.

მისი თქმით, მთავარი პრობლემა აქ სახელმწიფოს ბრალეულობაა.

„მთავარი პრობლემა, რომელიც ჩვენს წინაშე დგას, არის ის, რომ უმეტესობა ასეთი ლიფტებისა ვერ გაივლის ინსპექტირებას, რადგან არის მწყობრიდან გამოსული. მთავარი პრობლემა აქ არის სახელმწიფოს ბრალეულობა, რომ ერთხელ და სამუდამოდ მოხდეს ასეთი ლიფტების მასიური მოდერნიზაცია, რათა შემდეგ მოვთხოვოთ მოსახლეობას, რათა მათ სისტემატიურად მოახდინონ ლიფტების ინსპექტირება.

კანონის მიხედვით, ლიფტები არის კერძო საკუთრებაში, საცხოვრებელ კორპუსებში ის ეკუთვნის ამხანაგობებს. ამასთან, როგორც წესი, ყველაზე ცუდ მდგომარეობაშია იმ შენობებში განთავსებული ლიფტები, სადაც მოსახლეობას არ აქვს იმის საშუალება, რომ ამ პრობლემას მიხედოს“, - აცხადებს შელია.

ეკა დარჩიაშვილი