OpenAI -მ 6.6 მლრდ დოლარის საინვესტიციო დაფინანსება მოიპოვა

OpenAI-მ დაასრულა ფონდების მოზიდვის უახლესი რაუნდი ინვესტორებისგან და 6.6 მილიარდი დოლარი შეაგროვა.

ChatGPT-ის მწარმოებლების მიერ შექმნილმა რევოლუციურმა ტექნოლოგიამ კომპანიის შეფასება გაზარდა და ის ახლა 157 მილიარდ დოლარი ღირს.

OpenAI გახდა ერთ-ერთი ყველაზე ღირებული კერძო კომპანია მსოფლიოში.

ტოპ ინვესტორები არიან Microsoft, AI ჩიპების მწარმოებელი Nvidia და იაპონური საინვესტიციო გიგანტი SoftBank.

როგორც ცნობილია, ინვესტირებისგან თავი შეიკავა Apple-მა.

Reuters-ის წყაროები ამბობენ, რომ ბოსი სემ ალტმანი მიმდინარე წელს 3.6 მილიარდ დოლარის ოდენობის შემოსავალს ელის.

სახსრების მოზიდვის რაუნდი, შესაძლოა, ასევე მოიცავდეს ნაბიჯებს OpenAI-ის უპირატესობის დასაცავად კონკურენტებთან შედარებით.

OpenAI-მ განაცხადა, რომ ის თანხებს „AI-ის სარგებლის გასაზომად“ გამოიყენებს.

„ახალი დაფინანსება საშუალებას მოგვცემს გავაორმაგოთ ჩვენი ლიდერობა სასაზღვრო AI კვლევებში, გავზარდოთ გამოთვლითი შესაძლებლობები და გავაგრძელოთ ინსტრუმენტების შექმნა, რომლებიც ეხმარება ადამიანებს რთული პრობლემების გადაჭრაში“, - დასძინა კომპანიამ.

OpenAI, რომელიც ჩამოყალიბდა 2015 წელს, როგორც არაკომერციული ორგანიზაცია, ამჟამად იმყოფება რესტრუქტურიზაციის პროცესში.

წყარო: reuters.com

თეონა რამაზაშვილი