„კადრების დეფიციტი ძალიან დიდი პრობლემაა არამარტო საქართველოში, არამედ ყველგან“ - რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ "სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის" დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა საქართველოში კადრების პრობლემაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს საკითხი მთელს მსოფლიოში აქტუალურია.
„გადინება გვაქვს ძალიან მაღალი და იმის მიუხედავად, რომ ხელფასები 100%-ით გავზარდეთ, ანაზღაურების მხრივ მაინც ძალიან ჩამოვრჩებით ნებისმიერ ევროპულ ქვეყანას.
პანდემიამდე კადრები გავზარდეთ მაქსიმუმამდე, თუმცა პანდემიის მერე ბევრმა შეიცვალა პროფესია, გადაკვალიფირდა ან წავიდა ქვეყნიდან.
ახლაც, რაღაც ეტაპამდე რომ იძენენ კვალიფიკაციას, მიდიან საზღვარგარეთ და შესაბამისად, პრობლემა სულ აქტუალურია“, - განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.