საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის სექტემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რესტორანში სადილი 2.02%-ით გაძვირდა, თვიურმა გაძვირებამ კი 0.02% შეადგინა.
ამასთანავე, გაძვირებულია ხინკლის ღირებულებაც. უფრო კონკრეტულად, რესტორანში ხინკლის ფასი წლიურად 12.09%-ით გაძვირდა, ერთი თვის ჭრილში კი ფასის ზრდამ 0.5%-ს მიაღწია.
აგვისტოსთან შედარებით სექტემბერში ლუდის ფასი უცვლელი დარჩა, თუმცა წლიურ ჭრილში ბარში ლუდის ღირებულება 10.7%-ით არის გაზრდილი.
აღსანიშნავია ისიც, რომ ბარში ყავის და ხაჭაპურის ღირებულება გაძვირებულია, თუმცა თვიურად ფასი იგივე დარჩა. კერძოდ, ყავა ერთ წელში 3.78%-ით, ხოლო ხაჭაპური 4.07%-ით არის გაძვირებული.
ცნობისთვის, 2024 წლის სექტემბერში სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების მომსახურება გასული წლის იმავე თვესთან შედარებით 7.5%-ით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში კი 0.4%-ით გაძვირდა.
ამავე მონაცემებით, სექტემბერში წლიურად 6.4%-ით არის გაძვირებული საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში კვება, თვიურმა ზრდამ კი 0.1% შეადგინა. ჯგუფში ყველაზე მეტად გაძვირებულია ღამით გასათევით მომსახურება. ამ შემთხვევაში წლიურმა ზრდამ 11.1%-ს მიაღწია, ერთი თვის ჭრილში კი ფასები 2.7%-ით არის გაზრდილი.