ნიუ-იორკელმა ხელოვნების დილერმა ჰემპტონსის ბეღელში იპოვა ძველი ნახატი, რომელშიც მხოლოდ 50 დოლარი გადაიხადა.
როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ნახატი საკმაოდ ღირებულია. მოსალოდნელია, რომ ის აუქციონზე 200 000 დოლარზე მეტად გაიყიდება.
მემორიალური ტოტემის ბოძზე აღმართული გრიზლი ცნობილ მხატვარს ემილი კარის ეკუთვნის. ტილო „Masset, Q.C.I“ დიდი ხნის განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა.
”მე ვპოულობ ხოლმე ბევრ ძალიან საინტერესო რამეს, ეს არის “კონკიას აღმოჩენა“,- თქვა CTV News-თან დილერმა.
კანადის Heffel Fine Art აუქციონის სახლის პრეზიდენტმა დევიდ ჰეფელმა დაადასტურა, რომ ნახატი კანადელი მხატვრის ავთენტური ნაშრომია.
ნახატი 20 ნოემბერს ტორონტოში აუქციონზე გაიყიდება.
კარმა აღნიშნული ნამუშევარი 1912 წელს დახატა. ის ასახავს მკვიდრთა მემორიალს, რომელიც იდგა პროვინციის, ჰაიდა გვაის არქიპელაგზე.
ითვლება, რომ ნახატი კარმა მეგობრებს 1930-იან წლებში აჩუქა და მას შემდეგ ჰემპტონის ბეღელში იყო ჩამოკიდებული.
სანამ აუქციონზე გაიყიდება, ნახატი წარმოდგენილი იქნება რამდენიმე გალერეაში.
წყარო: nypost.com