„შესაძლოა ტექნიკური ხარვეზი იყოს“ - Wizz Air-ის წარმომადგენლობა ავიარეისების გაუქმებაზე

Wizz Air-ის რეისები ევროპის რამდენიმე ქალაქის მიმართულებით გაუქმდა. ავიაკომპანიის საიტზე აღარ იძებნება რეიესები ოქტობერში, თუმცა, სოციალურ ქსელში მგზავრები წერენ, რომ მათ დეკემბრის რეისებიც გაუუქმდათ.

ავიარეისები აღარ ჩანს კოპენჰაგენის, ბრიუსელის, ათენის, რიგას, პოზნანის, ფრანკფრუტის, ვროცლავის მიმართულებებზე.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ Wizz Air-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსხაურში განუცხადეს, მიმდინარეობს მიზეზების მოკვლევა და ზუსტი ინფორმაციის დადგენისთანავე კომპანია ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს.

„ამ დროისთვის მიმდინარეობს ინფორმაციის დაზუსტება. შესაძლოა ტექნიკური ხარვეზი იყოს. ამ ეტაპზე ველოდებით მიზეზების დადგენას და გავავრცელებთ განცხადებას“,- აღნიშნავენ პრესსამსახურში.

ავიაკომპანიის ოფიციალურ განცხადებას გავრცელებისთანავე შემოგთავაზებთ.

ნათია ზარიძე