TIME-მა კომპანია Statista-სთან ერთად შედგენილი 2024 წლის მსოფლიოს საუკეთესო კომპანიების რეიტინგი გამოაქვეყნა.
რეიტინგი ეფუძნება თანამშრომელთა კმაყოფილების გამოკითხვის ფორმულას, შემოსავლების ზრდას და გარემოსდაცვითი, სოციალური და კორპორატიული მმართველობის (ESG) მონაცემებს.
აღსანიშნავია, რომ ტექნოლოგიური კომპანიები 20 საუკეთესო პოზიციიდან 6-ს და ტოპ 10-დან ოთხს იკავებენ.
TIME-ის 2024 წლის მსოფლიოს საუკეთესო კომპანიების TOP 10-ეული ასეთია:
- Apple - აშშ, 97.75 ქულა
- Accenture - ირლანდია, 97.70 ქულა
- Microsoft - აშშ, 97.65 ქულა
- BMW Group - გერმანია, 97.41 ქულა
- Amazon - აშშ, 96.47 ქულა
- Electricite de France - საფრანგეთი, 96.22 ქულა
- American Express - აშშ, 96.08 ქულა
- Meta PlatformsUnited - აშშ, 96.04 ქულა
- Siemens - გერმანია,95.96 ქულა
- JPMorganChase - აშშ, 95.93 ქულა