როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს

თუ ხარ სტუდენტი და სწავლის საფასური გადასახდელი გაქვს, ეს პროექტი შენთვის არის. არ აქვს მნიშვნელობა რომელ კურსზე ხარ, თუ გსურს სწავლა, კარიერული განვითარება და ფინანსური უზრუნველყოფა ერთად, „ნიკორა სუპერმარკეტმა“ შენთვის უპრეცედენტო პროექტი „მიაწექი სწავლას“ დაიწყო.

მიუხედავად იმისა, რომ დღეის მდგომარეობით „ნიკორა სუპერმარკეტს“ უკვე 9000-მდე ადამიანი ჰყავს დასაქმებული, თანამშრომლების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად, განათლებაში ინვესტიციის ჩადება მისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია. შესაბამისად, პროექტის „მიაწექი სწავლას“ ფარგლებში, სტუდენტს, რომელიც ოქტომბერში „ნიკორა სუპერმარკეტის“ გუნდის წევრი გახდება, სწავლის დასრულებამდე, კომპანია სრულად გადაუხდის სწავლის საფასურს, სახელმწიფო გრანტის 100%-იანი ოდენობით.

პროექტის ფარგლებში დასაქმებული სტუდენტი თავად აირჩევს მისთვის სასურველ, მოქნილ და მასზე მორგებულ სამუშაო გრაფიკს. გარდა ამისა, თანამშრომლობის პერიოდში ის მიიღებს სრულ ხელფასს, ბონუსს, სწავლის გადასახადს და ყველა იმ ბენეფიტს, რომლითაც სხვა თანამშრომლები სარგებლობენ.

რაც ყველაზე მთავარია, სტუდენტებს ეძლევათ კარიერული განვითარების შესაძლებლობა. კერძოდ, თანამშრომლობის განმავლობაში მენეჯმენტი პერიოდულად გადახედავს მათ შედეგებს და პოზიციურ ცვლილებებს შესთავაზებს.

ამ ეტაპზე, "ნიკორა სუპერმარკეტი" სტუდენტებს ვაკანტურ ადგილებს სთავაზობს ათობით დასახელების სხვადასხვა პოზიციებზე, როგორც ფილიალებში, ისე სათაო ოფისში.

მოკლედ რომ ვთქვათ, თუ ხარ სტუდენტი, შეგიძლია აღარ იფიქრო სწავლის გადასახადზე და იყო მშვიდად და ფინანსურად სტაბილურად „ნიკორა სუპერმარკეტთან“ ერთად, იმიტომ, რომ პროექტი თავისი უნიკალურობიდან გამომდინარე, ამ ყველაფერს უზრუნველყოფს!

გახდი ნიკორელი და ისწავლე უფასოდ სრული 4 წელი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე - 0322 30 33 33

(R)