რუსეთის სამხედრო ბაზას “სამხრეთ ოსეთში” მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადაეცემა

რუსეთის მთავრობამ ფედერაციის თავდაცვის სამინისტროსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო სამხედრო უწყებას შორის მოლაპარაკებების პროექტი დაამტკიცა, რომელიც რუსეთის გაერთიანებული სამხედრო ბაზის საკუთრებაში მიწის ნაკვეთის გადაცემის საკითხს ეხება.

შესაბამის ბრძანებულებას პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინმა ხელი მოაწერა.

დოკუმენტი სამართლებრივი აქტების ოფიციალური გამოცემის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

რუსეთის სამხედრო ბაზა “სამხრეთ ოსეთის” ტერიტორიაზე მდებარეობს, ხოლო მის საკუთრებაში მიწის ნაკვეთის გადაცემის საკითხზე მოლაპარაკებების წინადადება მთავრობაში ფედერაციის თავდაცვის სამინისტროდან რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანხმობით შევიდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ