„განახევრდება მგზავრობის დრო, 3-ჯერ გაიზრდება ტრანსპორტის გამტარობა - საგარეჯოს ჩქაროსნული მაგისტრალი გაიხსნა

დღეს, კახეთში თბილისი-საგარეჯოს ჩაქაროსნული მაგისტრალის 35 კმ-იანი მონაკვეთი გაიხსნა. გახსნის ცერემონიაზე ღონისძიებას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე და საავტომობილო გზების დეპარტამენტის და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები ესწრებიან.

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის თქმით, მაგისტრალი სამჯერ გაზრდის ტრანსპორტის გამტარობას.

„დღეს ვხსნით კახეთის 4-ზოლიან მაგისტრალს 85 კმ-იანი მონაკვეთიდან 35 კმ-იან გზას, რაც ფარავს თბილისიდან საგარეჯოს გზას. მაგისტრალი სამჯერ გაზრდის ტრანსპორტის გამტარობას. ეს გზა ასევე არის საერთაშორისო სატრანზიტო დერეფნის ნაწილი, რაც მის მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის. მაგისტრალის ყველა მონაკვეთის დასრულების შემდეგ მგზავრობას თბილისიდან თელავამდე მხოლოდ 1 საათი და 20 წუთი დასჭირდება. დღეისათვის საქართველოს ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს 341 კმ მაგისტრალური გზით. დასრულების ფაზაშია რიკოთის ჩქაროსნული გზა, დასრულებულია ქვეშეთი-კობის კვირაბის გაჭრა“ - განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, აღნიშნული 4-ზოლიანი მაგისტრალი, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრამდე მიდის. მისივე ცნობით, ამ ჩქაროსნული მაგისტრალის მეშვეობით მგზავრობის დრო ფაქტობრივად განახევრდება საგარეჯომდე.

ეკა დარჩიაშვილი