ცნობილი მუსიკოსები, მსახიობები, გამომგონებლები, არქიტექტორები, რომლებსაც მსოფლიოს ყველაზე მაღალბიუჯეტიან სასახლეებზე აქვთ წვდომა, პენტჰაუსებისა და ვილების ნაცვლად ხშირად უცნაური ფორმის სახლებს და ქოხებსაც კი ირჩევენ საცხოვრებლად.
პიერ კარდენის სახლი ბუშტი
ეს სახლი პიერ კარდენის სამკვიდრო გახლავთ, რომელიც საფრანგეთის სამხრეთით, კანის მახლობლად მდებარეობს. პროექტი უნგრელმა არქიტექტორმა ანტი ლოვაგამ შეიმუშავა ინდუსტრიალისტ პიერ ბერნარდისთვის. ეს ქონება დიზაინერმა 1991 წელს შეიძინა.
ვილა, რომლის ფართობი 1,2 ათასი კვადრატული მეტრია, ესტერელის ბორცვებზე მდებარეობს. შენობის თიხის კედლები კოსმოსურ ხომალდს წააგავს, ასევე გამოქვაბულის საცხოვრებელს. დიზაინერს იქ უამრავ შოუ და წვეულება აქვს გამართული.
სასახლე მოიცავს პანორამული ლაუნჯის ზონას, მისაღებ ოთახს, 11 აბაზანას და ათ საძინებელს. ამ უჩვეულო შენობაში არ არის სწორი ხაზები და კუთხეები. არის მრგვალი საწოლები, მაგიდები, სავარძლები და დივნები.
ილონ მასკის მინი სახლი
2020 წელს "ტესლას" დამფუძნებელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ გადაწყვიტა თავისი უძრავი ქონების უმეტესი ნაწილი გაეყიდა. 2021 წელს ცნობილი გახდა, რომ მილიარდერმა დასაკეცი სახლი მხოლოდ 50 ათას დოლარად შეიძინა.