„ბოლო 6 თვის განმავლობაში თბილისში ოპერირება 6-მა სასტუმრომ შეწყვიტა“ - ალავერდაშვილი მიზეზებზე

ბოლო 6 თვის განმავლობაში თბილისში ოპერირება 6-მა სასტუმრომ შეწყვიტა - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ "სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის" დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „საუბარია 3-4-ვარსკვლავიან სასტუმროებზე, მათ შორის, ამ 6-დან ერთი იყო ბრენდული, რომელმაც პროფილი შეიცვალა და დღეიდან იქნება კამპუსი. 2015-2017 წლებში, როდესაც სასტუმრო კეთდებოდა, სასტუმროს ამონაგები ითვლებოდა თბილისის ჭრილში 6-დან 8 წლამდე.

ახლა 3-4-ვარსკვლავიანი სასტუმროებისთვის, ამონაგები გადავიდა 18-20 წელზე, ანუ ადამიანები, რომლებიც ინვესტიციებს ახორციელებენ სასტუმროებში, ახლა გადანაწილებულია 18-20 წელზე, რაც დიდი სხვაობაა წინა წლებთან შედარებით“, - განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.

ეკა დარჩიაშვილი