ევროკავშირში საპენსიო ასაკი საშუალოდ 64.7 წელია, თუმცა ქვეყნების მცირე ნაწილში ეს ასაკი განსხვავებულია სქესის მიხედვით.
ასეთ ქვეყნებში მამაკაცების საპენსიო ასაკი საშუალოდ 64.8 წელია, ხოლო ქალების - 61.9 წელი.
მსგავსი მიდგომაა საქართველოშიც, სადაც კაცები საპენსიო დახმარებას - 65 წლიდან, ხოლო ქალები 60 წლიდან იღებენ.
ნორმალური საპენსიო ასაკი ევროკავშირის ქვეყნების სოციალურ პენსიაში ასეთია:
- დანია - 67 წელი
- ნორვეგია - 67 წელი
- ნიდერლანდები - 67 წელი
- ირლანდია - 66 წელი
- პორტუგალია - 66 წელი
- ბელგია - 65 წელი
- ფინეთი - 65 წელი
- ესპანეთი - 65 წელი
- შვედეთი - 65 წელი
- ესტონეთი - 64 წელი
- ლატვია - 64 წელი
- ჩეხეთი - 64 წელი
- საფრანგეთი - 64 წელი
- სლოვაკეთი - 63 წელი
- საბერძნეთი - 62 წელი
- ლუქსემბურგი - 62 წელი
- სლოვენია - 62 წელი
- უნგრეთი კაცი - 65 წელი, ქალი - 62 წელი
- ლიეტუვა კაცი - 64 წელი, ქალი - 64 წელი
- ავსტრია კაცი - 65 წელი, ქალი - 60