ბოლო დროს, მსოფლიოში არსებულმა უამრავმა გლობალურმა კრიზისმა ნავთობის ინდუსტრია შეარყია. ამასთან, კაცობრიობამ მნიშვნელოვნად გაიაზრა, თუ რამდენად ვართ დამოკიდებული წიაღისეულ საწვავზე.
მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს დიდი ნაწილი ცდილობს შეამციროს ნახშირბადის გამონაბოლქვი. 2023 წელს მსოფლიოს მასშტაბით 96 მილიონი ბარელი „შავი ოქრო“ იქნა წარმოებული.
საინტერესოა, რომელი ქვეყანა აწარმოებს ყველაზე მეტ ნავთობს?
შეერთებული შტატები: 17.770 მლნ ბარელი დღეში
შეერთებული შტატები ნავთობის უმსხვილესი მწარმოებელი 2017 წლიდან არის. „შავი ოქროს“ 40%-ზე მეტი ტეხასში მოიპოვებს. შეერთებული შტატები იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც ჰორიზონტალურად ბურღვა დაიწყო.
2022 წელს ქვეყანამ დღიურად 17.770 მილიონი ბარელი ნავთობი მოიპოვა. ამერიკა, სავარაუდოდ, გარკვეული დროით შეინარჩუნებს პირველ ადგილს რეიტინგში.
საუდის არაბეთი: 12.136 მლნ ბარელი დღეში
საუდის არაბეთი რჩება მსოფლიოში ნავთობის მწარმოებელ სიდიდით მეორე ქვეყანად.
2022 წელს ქვეყანამ 12.136 მილიონ ბარელამდე აწარმოა.
რუსეთი: 11.202 მლნ ბარელი დღეში
რუსეთი წარმოების შეზღუდვის მიზნით, OPEC-ს 2016 წლის ბოლოს შეუერთდა. თუმცა უჭირდა შეთანხმების შესრულება. ითვლებოდა, რომ პანდემიის შედეგებმა შეამცირა რუსეთის ნავთობის მოპოვება 2020 წლის დასაწყისში. უახლესი მონაცემები აჩვენებს, რომ რუსეთის ფედერაციამ 2022 წელს აწარმოა 11.202 მილიონი ბარელი ნავთობი.
კანადა: 5.576 მლნ ბარელი დღეში
კანადის ნავთობის მოპოვების გაფართოებამ ინდუსტრიის შთამბეჭდავი ზრდა გამოიწვია. წარმოება 2020 წელს 5.135 მილიონ ბარელამდე შემცირდა დღეში. თუმცა, IHS Markit-ის თანახმად, 2021 წლის ივნისისთვის, ვითარება გამოსწორდა.
2021-2022 წლებში მისი წარმოება გაიზარდა 3%-ით და დღეში 5.576 მლნ ბარელს მიაღწია. ითვლება, რომ ქვეყანას აქვს საკმარისი ნავთობი 180 წელზე მეტი ხნის განმავლობაში გამოსაყენებლად.
ერაყი: 4.520 მლნ ბარელი დღეში
ერაყმა ხელი მოაწერა OPEC-ის შეთანხმებას ნავთობის მოპოვების შემცირების შესახებ 2016 წლის ბოლოს, თუმცა ქვეყნის წარმოება წლიდან წლამდე ფაქტობრივად, გაიზარდა.
2022 წელს ერაყი დღეში 4.520 მილიონ ბარელს აწარმოებდა.
წყარო: lovemoney.com