ჰარი პოტერის ვარსკვლავები, მაშინ და ახლა: ვინ არის დღეს ყველაზე მდიდარი

ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ ჰარი პოტერის ახალი სერია 2026 წელს გამოვა. ახალი ვარსკვლავი ბავშვების მოსაძებნად, HBO-ში უკვე კასტინგი მიმდინარეობს.

“პოტერის ვარსკვლავების“ ძველმა თაობამ კი ასაკთან ერთად, საკმაოდ დიდი ქონებაც დააგროვა და ახალ გმირებს ქმნიან.

საინტერესოა, ვინ რამდენი მილიონი დააგროვა? წარმოგიდგენთ მათ:

ევანა ლინჩი: 4 მილიონი დოლარი

ევანა ლინჩმა განასახიერა რავენკლოუს უცნაური სტუდენტი- ლუნა ლავგუდი. ის ჰარი პოტერის შემდეგ სამ ფილმში გამოჩნდა.

2013 წელს ლინჩმა კვლავ შეასრულა ლუნას როლი სატელევიზიო მიუზიკლში A Very Potter Senior Year.

სხვა გამორჩეული როლები მოიცავს მთავარ როლს 2015 წლის დრამაში My Name is Emily და გამოჩენა ბრიტანულ კრიმინალურ დრამაში Silent Witness. სულ ახლახან, მან მონაწილეობა მიიღო BAFTA-ს გამარჯვებულ მოკლემეტრაჟიან ფილმში Bus Girl.

ლინჩის შემდეგი პროექტი არის წამყვანი როლი მომავალ შავ კომედიურ ფილმში Influenced!, რომელიც იკვლევს სოციალური მედიის გავლენიანების ბნელ სამყაროს. მისი სავარაუდო საერთო ქონება 4 მილიონ დოლარს შეადგენს.

მეთიუ ლუისი: 10 მილიონი დოლარი

მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 11 წლის იყო, როცა ჰარი პოტერში თავისი მთავარი როლი შეასრულა, ლუისს უკვე საკმაოდ ბევრი შეთავაზება ჰქონდა.

მისი დებიუტი ეკრანზე შედგა 1996 წელს კრიმინალურ დრამაში Dalziel and Pascoe. ის მხოლოდ 7 წლის იყო. ასევე გამოჩნდა ბრიტანულ დრამებში, როგორიცაა Heartbeat და Where the Heart Is.

ლუისმა ვარსკვლავური ზრდა განაგრძო. ის გამოჩნდა პოპულარულ ბრიტანულ სატელევიზიო შოუებში, როგორიცაა Happy Valley, Ripper Street და All Creatures Great and Small. მისი სავარაუდო ქონება არის 10 მილიონი დოლარი.

ტომ ფელტონი: 20 მილიონი დოლარი

ტომ ფელტონმა განასახიერა ბოროტი სლიზერინის სტუდენტი დრაკო მალფოი, რომელიც მონაწილეობდა ჰარი პოტერის რვავე ფილმში.

ფელტონმა თავისი კარიერა დაიწყო ისეთი ბრენდების რეკლამებში, როგორიცაა Barclaycard და Commercial Union. მისი დებიუტი ეკრანზე 1997 წელს, The Borrowers-ში, 10 წლის ასაკში შედგა.

ფელტონი 13 წლის იყო, როცა ჰარი პოტერის მთავარი როლი მიიღო.

მიუხედავად იმისა, რომ დრაკო მალფოი რჩება ფელტონის ყველაზე ცნობილ როლად, მას შემდეგ მან მრავალ სხვა პროექტში ითამაშა.

სულ ახლახან ის გამოჩნდა 2023 წლის თრილერში Some Other Woman. მისი სავარაუდო ჯამური ქონება 20 მილიონი დოლარია.

რუპერტ გრინტი: 50 მილიონი დოლარი

რუპერტ გრინტმა რვავე ფილმში ითამაშა ჰარი პოტერის ერთგული მეგობრის, რონ უიზლის როლი.

მიუხედავად იმისა, რომ გრინტი ბავშვობიდანვე იყო დაინტერესებული მსახიობობით, მისი დებიუტი 11 წლის ასაკში შედგა.

ჰარი პოტერის ვარსკვლავმა ყველაზე გამორჩეული როლი ითამაშა ფსიქოლოგიურ Apple TV+ სერიალში Servant.

სულ ახლახან, ის გამოჩნდა 2023 წლის საშინელებათა ფილმში Knock at the Cabin-ში. მისი სავარაუდო წმინდა ქონება არის 50 მილიონი დოლარი.

ემა უოტსონი: 85 მილიონი დოლარი

ემა უოტსონმა განასახიერა ჭკვიანი და ჯიუტი გრიფინდორის სტუდენტის - ჰერმიონ გრეინჯერის როლი ჰარი პოტერის რვავე სერიაში.

უოტსონი სულ რაღაც 10 წლის იყო, როცა მისი გადაღება ჰარი პოტერში დაიწყეს. მას შემდეგ ის მრავალ სხვა ფილმში გამოჩნდა. მათ შორის მთავარი როლი შეასრულა 2017 წლის დისნეის “მზეთუნახავისა და ურჩხულის“ რიმეიქში.

2022 წელს გახდა Prada Beauty-ის სახე. უოტსონმა ახლახან გადაიღო და ითამაშა მოკლემეტრაჟიან ფილმში, ბრენდის უახლესი სუნამოს, Paradoxe-ის პოპულარიზაციისთვის. დღეს მისი წმინდა ქონება 85 მილიონი დოლარია.

დენიელ რედკლიფი: 110 მილიონი დოლარი

დენიელ რედკლიფმა შეასრულა ჯადოქარი ბიჭის - ჰარი პოტერის მთავარი როლი ფრენჩაიზის რვავე სერიაში.

ახალგაზრდა ბიჭმა თავისი პირველი სამსახიობო როლი 11 წლის ასაკში მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაც 11 წლის იყო, მან მაშინ 1 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

რედკლიფი ყველაზე ცნობილია ჰარი პოტერის როლის შესრულებით. თუმცა უამრავ სხვა პროექტშიც გამოჩნდა.

დღეს მისი სავარაუდო წმინდა ქონება 100 მილიონი დოლარზე მეტია.

წყარო: lovemoney.com

თეონა რამაზაშვილი