ქვეყნები, სადაც კორუფციის ყველაზე დაბალი დონეა, ითვლებიან ისეთ ერთობებად, სადაც მმართველობის ყველაზე კარგი ფორმაა შენარჩუნებული.
კორუფციის აღქმის ინდექსმა (CPI) თავის რეიტინგში გამოავლინა ქვეყნები, სადაც კორუფციის დონე ყველაზე დაბალია. თუმცა, მიუხედევად ამისა, არც ერთი სახელმწიფო არაა დაცული არაკეთილსინდისიერი გარიგებისგან.
CPI-მ 180 ქვეყანა შეაფასა. ორგანიზაცია კორუფციის აღქმული დონის მიხედვით, თითოეულს ანიჭებს ქულას ნულიდან (ძალიან კორუმპირებული) და 100-მდე (ძალიან სუფთა).
ყველაზე ნაკლებად კორუმპირებულია - დანია, CPI ქულა: 90
დანიის ქულა უცვლელია წინა CPI-სთან შედარებით და 90 ქულით ლიდერობს სიაში. ერი ითვლება მსოფლიოში ყველაზე ნაკლებად კორუმპირებულად, თუმცა 2023 წლის მარტში OECD-ის სამუშაო ჯგუფმა სკანდინავიურ ერს მოუწოდა სასწრაფოდ გაეძლიერებინა ძალისხმევა უცხოური მექრთამეობის წინააღმდეგ საბრძოლველად.
მე-2 ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული – ფინეთი, CPI ქულა: 87
ფინეთმა შეინარჩუნა წინა რეიტინგშიარსებული ქულა. ფინეთის იუსტიციის სამინისტრომ ბოლო დროს გააძლიერა ქვეყნის ისედაც ფართო მცდელობები ანტიკორუფციული სტრატეგიის დაწყებით.
მიუხედავად ამისა, საეჭვო გარიგებები ქვეყანაში მაინც ხდება.
მე-3 ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული - ახალი ზელანდია, CPI ქულა 85
უახლეს ინდექსში ახალ ზელანდიას ორი ქულა ჩამოაკლდა. რეიტინგში ასევე ერთი ადგილით დაეცა. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ თანახმად, ქულის შემცირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ბიზნეს საზოგადოების მხრიდან ნდობის ნაკლებობის გახდა.
მე-4 ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული – ნორვეგია, CPI ქულა: 84
ნორვეგიის ქულა (84) ასევე უცვლელი რჩება წინა CPI-სთან შედარებით.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ქვეყანა შეძრა ინტერესთა კონფლიქტის პოლიტიკური სკანდალების ტალღამ. არაერთი მინისტრი, რომლებსაც ბრალი ედებოდათ არასათანადო ქმედებებში, გადადგა თანამდებობიდან, რამაც შეარყია საზოგადოების ნდობა პოლიტიკური სისტემის მიმართ.
მე-5 ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული - სინგაპური, CPI ქულა: 83
სინგაპურის ქულა უცვლელია გასულ წელთან შედარებით.
ქალაქი-სახელმწიფო აზიის ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული ქვეყანაა და მისი მთავრობა ცნობილია ნულოვანი ტოლერანტობის მიდგომით.
თუმცა, არც ერთი ერი არ არის სრულყოფილი და სინგაპურის პირველი მინისტრების კორუფციული სკანდალი ამჟამად მიმდინარეობს. ახლა უკვე ტრანსპორტის ყოფილი მინისტრი სუბრამანიამ ისვარანი დამნაშავედ ცნეს თანამდებობაზე ყოფნისას საჩუქრების მიღებაში, მათ შორის, ნაღდი ფულისა და F1 ბილეთების ჩათვლით.
წყარო: lovemoney.com