„ჩვენი ექსკლუზიური პროდუქტი სიმინდის ფუჩეჩში გახვეული ჩირის კანფეტია“ – როგორ გამოყურება 150-წლიან გურულ ოდაში მოწყობილი საწარმო

და­რე­ჯან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლს ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს. წლების წინ მან თბი­ლი­სურ კა­რი­ე­რა­ზე თა­ვი­სი ნე­ბით თქვა უარი და მშობ­ლი­ურ გურიას - არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ ხი­დის­თავს და­უბ­რუნ­და. თავდაპირველად საქმიანობა ეკოლოგიურად სუფთა და რაც მთავარია, ახ­ლე­ბუ­რი და მი­სე­ბუ­რი მე­თო­დით და­ჩი­რე­ბუ­ლი ნა­ტუ­რა­ლუ­რი, სან­დო ჩი­რის წარმოებით დაიწყო. მი­სი საქ­მი­ა­ნო­ბა “ა­წარ­მოე სა­ქარ­თ­ვე­ლოს“ პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­შია წა­მოწყე­ბუ­ლი და მის­მა ჩი­რებ­მა უკ­ვე სა­ხე­ლიც გა­ით­ქ­ვა, ბა­ზარ­ზეც შეძ­ლო თა­ვის დამ­კ­ვიდ­რე­ბა.

ჩირს და ლამაზად მოვლილ ეზო-კარს კი სტუმარიც ბევრი მოჰყვა და რომ არ დაეტია ერთ დიდ, დაკას გემოვნებით მოწყობილ და სტუმრების შთაბეჭდილებებით მორთულ სახლში, მასპინძელმა, "აწარმოე საქართველოს" და სოფლის მეურნეობის სააგენტოს საშეღავათო კრედიტის ფარგლებში, იქვე ეზოში მიამატა სტუმრებისთვის განკუთვნილი კოტეჯები და დღეს "სკიჯის სახლი" გულთბილად მასპინძლობს ქართველ თუ უცხოელ სტუმარს და სოფლის ტურიზმის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეაქვს. იმაზე, თუ რა შეიცვალა წლების განმავლობაში და რა სამომავლო გეგმებია, დაკა თავად გვესაუბრება:

- ჩვენი პირველი ინტერვიუ 2016 წელს შედგა და მაშინ თქვენი საქმიანობა პირველ შედეგებს იმკიდა. საინტერესოა, რა შეიცვალა მას მერე, როგორ განვითარდა და გაფართოვდა შენი საქმიანობის სფერო და ახლა რით ხარ დაკავებული?

- ბევრი რამ შეიცვალა, დაწყებული საქმიანობის მრავალფეროვნებით დამთავრებული კარ-მიდამოთი. 2016 წელს მხოლოდ ჩირის წარმოება გვქონდა, ისიც სახლის პირობებში. მოგვიანებით კი ამ სახლის, ეზო-კარის მოწესრიგებასთან ერთად მოვინდომეთ სტუმრების მიღება და საოჯახო სასტუმროს მიმართულებაც დავამატეთ, რაც ჩვენთან ერთად თანაცხოვრებას და სოფლის ტურიზმის იდეას ატარებს. სტუმრები არც მანამდე გვაკლდა, თუმცა 2017 წელს „სასტუმროს“ პირველი სტუმრები - გერმანელი ცოლ-ქმარი გვყავდა. მას შემდეგ საქმეც და მიმსვლელ-მომსვლელიც ერთნაირად იმატებს.

გააგრძელეთ კითხვა:

296788168-1864743800583519-8218753187755957553-n-1728202153.jpg