კლუბ „სარაევოს“ 23 წლის თავდამსხმელის, გიორგი გულიაშვილის სატრანსფერო ღირებულება გაიზარდა. Transfermarkt-ის განახლებული მონაცემების მიხედვით, გულიაშვილის ღირებულება ამჟამად 800 აღას ევროს შეადგენს.
ღირებულება 300 ათასი ევროთია გაზრდილი. მიმდინარე წლის 11 ივნისის მონაცემებით მისი ღირებულება 500 ათასი ევრო იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ ამჟამად გულიაშვილის სატრანსფერო ღირებულება მისი კარიერის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ცნობისთვის, ვალი სანიოლმა გულიაშვილი ერთა ლიგის ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებში მიიწვია. ეს გულიაშვილისთვის ნაკრებში გამოძახების პირველი შემთხვევაა.