სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში ბიზნეს-სექტორის ბრუნვამ ჯამურად 204.6 მლრდ ლარი შეადგინა.
ამავე სტატისტიკის მიხედვით, აღნიშნულ მაჩვენებელში ყველაზე დიდი წილი, კერძოდ, 31.2% სათამაშო ბიზნესს უკავია. გასული წელი სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 63.994 მლრდ ლარი შეადგინა.
„ბიზნესპრესნიუსის“ მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, საქართველოში ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე 20 კომპანიას შორისაც 8 სწორედ აზარტული თამაშებითაა დაკავებული. შემდეგია სუპერმარკეტები და სააფთიაქო ქსელები.
უფრო კონკრეტულად, გთავაზობთ იმ 20 კომპანიის ჩამონათვალს, რომელსაც გასული წლის მდგომარეობით, ყველაზე დიდი ბრუნვის მაჩვენებელი აქვს: