საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის წარმომადგენლებს უმასპინძლა.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელმა პირებმა აზერბაიჯანელ კოლეგებს უწყების საქმიანობის სპეციფიკასა და მის კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
„მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით და შემდგომი პროფესიული თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით. მხარეები შესაბამისი აქტივობების ძირითად მიმართულებებზე შეთანხმდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.