იანვარ-სექტემბერში საქართველომ ტურიზმიდან 3.6 მლრდ დოლარი მიიღო - „გალთ ენდ თაგარტის“ პროგნოზი

ჩვენი შეფასებით, სექტემბერში საქართველო ტურიზმიდან 450 მლნ დოლარის შემოსავალს მიიღებს, - ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ ყოველკვირეულ მიმოხილვაშია აღნიშნული.

„ჩვენი შეფასებით, 2024 წლის სექტემბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 7.4%-ით გაიზარდა და 450 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ჯამურად, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 3.6 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა ჩვენი შეფასებით, რაც წლიურად 11.3%-იანი ზრდაა.

2024 წელს ტურიზმის შესავლები ჩვენი პროგნოზით 4.4 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს (4.1 მლრდ აშშ დოლარი იყო 2023 წელს),“- ნათქვამია დოკუმენტში.