ზურიკო დავითაშვილის სატრანსფერო ღირებულება 5 მლნ ევრომდე გაიზარდა

სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-ზე ქართველი ფეხბურთელის ზურიკო დავითაშვილის სატრანსფერო ღირებულება კიდევ გაიზარდა. განახლებული მონაცემებით, მისმა ღირებულებამ 3-დან 5 მლნ ევრომდე მოიმატა.

რაც შეეხება საქართველოს ეროვნული ნაკრების სხვა ფეხბურთელებს, ახლანდელი მდგომარეობით, ხვიჩა კვარაცხელია ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელია 80 მლნ ევროთი, გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მეკარე - 45 მლნ ევროთი, რომელსაც გიორგი მიქაუტაძე მოსდევს 20 მლნ ევროთი.

გთავაზობთ, ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელების ახლანდელ ათეულს:

  • ხვიჩა კვარაცხელია - 80 მლნ ევრო;
  • გიორგი მამარდაშვილი - 45 მლნ ევრო;
  • გიორგი მიქაუტაძე - 20 მლნ ევრო;
  • ოთარ კიტეიშვილი - 5 მლნ ევრო;
  • ზურიკო დავითაშვილი -5 მლნ ევრო;
  • გიორგი ქოჩორაშვილი - 2.5 მლნ ევრო;
  • გიორგი ჩაკვეტაძე - 2,5 მლნ ევრო;
  • გიორგი გოჩოლეიშვილი - 2,5 მლნ ევრო;
  • ბუდე ზივზივაძე - 1.8 მლნ ევრო;
  • ოთარ კაკაბაძე 1.5 მლნ ევრო.
ნინი ქეთელაური