ბათუმის მერიის განცხადებით, ცენტრალურ პარკში მაღლივი კორპუსები არ აშენდება

ბათუმის მერიის განცხადებით, ცენტრალურ პარკში მაღლივი კორპუსები არ აშენდება.

„გვსურს გამოვეხმაუროთ ოპოზიციური პარტიის მიერ განზრახ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას ცენტრალურ პარკში მაღლივი კორპუსების მშენებლობასთან დაკავშირებით და განვაცხადოთ, რომ აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე“,-ნათქვამია ბათუმის მერიის განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, საკითხი მშენებლობის თაობაზე არ განხილულა და არც ამჟამად განიხილება მერიასა თუ აჭარის მთავრობაში.

„მოვუწოდებთ ოპოზიციურ პარტიებს, ნუ გაავრცელებენ მცდარ ინფორმაციას და ნუ ეცდებიან საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“, - ნათქვამია განცხადებაში.