თბილისსა და ტრაპიზონს შორის ფრენები იწყება - რა ეღირება მგზავრობა

14 ოქტომბრიდან ტრაპიზონის მიმართულებით თბილისიდან ავიარეისები განხორციელდება. უკვე ცნობილია, რომ ფრენებს კომპანია Georgian Wings განახორციელებს.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანიაში დაუდასტურეს, პირდაპირი რეისები თბილისის აეროპორტსა და ტრაპიზონის აეროპორტს შორის კვირაში ორჯერ - ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს განხორციელდება.

რაც შეეხება ფასებს, ერთი გზის ბილეთის ღირებულება 447 ლარიდან დაიწყება.

ეკა დარჩიაშვილი