საქართველოში 12 793 ახალი კომპანია დარეგისტრირდა

საქართველოში 2024 წლის 8 თვეში 12 793 ახალი კომპანია დარეგისტრირდა. ამის შესახებ აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2019-2023 წლებში წლიურად ყველაზე მეტი რაოდენობის ეკონომიკური სუბიექტი 2019 წელს დარეგისტრირდა და 22 922 შეადგინა.

ახლადრეგისტრირებული კომპანიების რაოდენობა 2020 წელს 18 ათასამდე შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო წელს ზრდა დაფიქსირდა, 2021 წლიდან 2023 წლის ჩათვლით ახალი კომპანიების რეგისტრაციის მაჩვენებელი კლების ტენდენციას აჩვენებს. დეტალურად იხილეთ დიაგრამაზე:

sss-1728375901.jpg

ცნობისთვის, მოცემული რაოდენობები აერთიანებს როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას, ასევე კომანდიტურ, სოლიდარული პასუხისმგებლობის, სააქციო საზოგადოებასა და კოოპერატივს.

მერი ტაბატაძე