საქართველოში ავტომობილების რაოდენობამ 1.8 მლნ ერთეულს გადააჭარბა - რა მარკის მანქანები ლიდერობს

ბოლო მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობამ 1 839 534 ერთეული შეადგინა. ამის შესახებ მომსახურების ეროვნული სააგენტოს სტატისტიკაშია აღნიშნული.

რაც შეეხება მართვის მოწმობებს, სააგენტოს ინფორმაციით, 2024 წლის საანგარიშო პერიოდში უკვე 1 648 833 პირზეა გაცემული.

აღსანიშნავია, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, 2024 წლის 2 კვარტლის მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებულ ავტომობილებში ჭარბობს რუხი ფერი (18 038 ერთეული), შემდეგია თეთრი (17 199) და შავი (14 161).

ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში ავტომობილების ტოპ-10 ბრენდის რეიტინგი ასეთია:

  • Toyota
  • Ford
  • Mercedec benz
  • Hyundai
  • Bmw
  • Voksvagen
  • Subaru
  • Opel
  • Honda
  • Lexus

ნინი ქეთელაური