მცხეთობას ჯგუფ „ურსას“ 20 200 ლარს, ნუცა ბუზალაძეს კი 25 000 ლარს გადაუხდიან

მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრმა „სვეტიცხოვლობა-მცხეთობა 2024“-ის ღონისძიებაზე სოლო კონცერტების ჩასატარებლად ექსკლუზიური უფლებამოსილებით გამარტივებული შესყიდვები გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, მცხეთობას ნუცა ბუზალაძის სოლო კონცერტი გაიმართება. მომღერალს ცენტრი 25 000 ლარს გადაუხდის.

ამასთან, მცხეთობას იმღერებს ჯგუფი „ურსაც“, რომელსაც 20 200 ლარს გადაუხდიან.

სატენდერო დოკუმენტებში ვკითხულობთ, რომ აღნიშნული ჯგუფისა და მომღერლის შერჩევა „მოსახლეობის სურვილის გათვალისწინებით“ მოხდა.

ცნობისთვის, ღონისძიება 14 ოქტომბერს არის დაგეგმილი.

მერი ტაბატაძე