კვადრატულის ღირებულება 952-დან  2 658 დოლარამდეა - თბილისის უბნები, სადაც ბინა ყველაზე ძვირი/იაფი ღირს

თბილისში აგვისტოში 3 138 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას „გალტ ენდ თაგარტი“ ავრცელებს.

ამასთან, ორგანიზაციის უძრავი ქონების კვლევის თანახმად, გაყიდვები წლიურად 8.3%-ით შემცირდა. უფრო კონკრეტულად, გასული წლის აგვისტოში დედაქალაქში 3 401 ბინა იყო გაყიდული.

საანგარიშო პერიოდში 1 კვ.მ-ის საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი ყველაზე მაღალი მთაწმინდაზე იყო და 2 658 დოლარს შეადგენს. ყველაზე იაფად კი ბინის ყიდვა ვაშლიჯვარში იყო შესაძლებელი. ამ შემთხვევაში 1 კვ.მ-ის საშუალო ფასი 952 დოლარს გაუტოლდა.

რაც შეეხება დედაქალაქის ცალკეული უბნების საშუალო გასაყიდ ფასებს 1 კვ.მ.-ზე, ასე გამოიყურება:

  • მთაწმინდა - 2 658 დოლარი;
  • ვაკე - 2271 დოლარი;
  • ჩუღურეთი - 1675 დოლარი;
  • საბურთალო - 1539 დოლარი;
  • კრწანისი - 1456 დოლარი;
  • დიდუბე - 1230 დოლარი;
  • ისანი - 1219 დოლარი;
  • ნაძალადევი - 1162 დოლარი;
  • სამგორი - 1037 დოლარი;
  • გლდანი - 1035 დოლარი;
  • დიდი დიღომი - 997 დოლარი;
  • ვაშლიჯვარი - 952 დოლარი.
მერი ტაბატაძე