რა სიახლეებს სთავაზობს „ლიბერთი“ მიკრო და მცირე ბიზნესს? – შეღავათიანი საკრედიტო პირობები ბანკისგან

„ლიბერთი“ აგრძელებს მომხმარებლებისთვის ახალი პროდუქტების შეთავაზებას. 2022 წელს დაწყებული კამპანიის ფარგლებში - „გაზარდე შენი ბიზნესი“ ბანკმა უკვე ათობით მიკრო და მცირე ბიზნესს მისცა განვითარების შესაძლებლობა. პროექტი ახლაც გრძელდება და მათზე მორგებულ, მოქნილ პირობებს სთავაზობს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის აგრომეურნეობით დაკავებულ პირებს.

კამპანიის ფარგლებში გასაცემი თანხის მაქსიმალური მოცულობა 50 000 ლარია, პირობები კი მომხმარებელზე მორგებული და მოქნილი.

უფრო დეტალურად, რა უნდა იცოდნენ მათ, ვისაც „გაზარდე შენი ბიზნესის“ ფარგლებში სურს საკრედიტო რესურსის მოძიება და რა პირობებს სთავაზობს „ლიბერთი“ მათ, ამის შესახებ გადაცემა „საქმეში“ კომპანიის მიკრო და მცირე ბიზნესის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ხათუნა ჭელიძემ ისაუბრა:

საინტერესოა, რას სთავაზობს ბანკი მომხმარებლებს საშემოდგომო სეზონზე, რომელიც განსაკუთრებით აგრო მეწარმეებისთვის არის დატვირთული?

შემოდგომა ბიზნესისთვის, განსაკუთრებით კი აგრომეურნეობებისთვის ძალიან აქტუალური სეზონია. სწორედ ახლა მიმდინარეობს მოსავლის აღებისა და დაბინავების პროცესი. ამ დროს აგრომეურნეობის მქონე მომხმარებლებს ძალიან სჭირდებათ ფინანსურ რესურსებზე წვდომა, შესაბამისად, სამომხმარებლო სესხებზე მოთხოვნა განსაკუთრებით იზრდება.

აქედან გამომდინარე, ჩვენი დეპარტამენტი ყველა თანამშრომლით მობილიზებულები ვართ, რომ გავუწიოთ მათ ამ საშემოდგომოდ დახმარება და მხარდაჭერა.

რა მოცულობის შემოსავალი უნდა უფიქსირდებოდეს მომხმარებელს, აქვს თუ არა მნიშვნელობა სტაბილურობას?

შემოსავლები განსაზღვრული და რაიმე ჩარჩოებში მოქცეული არ არის. ჩვენი გადაწყვეტილებები ყოველთვის მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებულია. ვსწავლობთ შემოსავლებს და რამდენი აქვს აღნიშნული შემოსავალი გადაწყვეტილებებს სწორედ ამის მიხედვით ვიღებთ.

რაც შეეხება საჭიროებებს, აქაც ჰქონიათ ხოლმე, რომ რადგან ჩვენ ვახსენებთ ბიზნესს და აგროშემოსავლებს, აუცილებლად მიზნობრიობაც ასე უნდა იყოს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ბიზნესში და აგროსფეროში თანხის ჩადება, რომ კიდევ უფრო გაზარდონ შემოსავლები, მაგრამ მიზნობრიობა სამომხმარებლო ნებისმიერი სესხის გაცემა ამ კამპანიის ფარგლებში, შესაძლებელია.

რა იგულისხმება კლიენტზე მორგებულ პირობებში? არის თუ არა ეს საშეღავათო პერიოდი ან გადახდის მოქნილი გრაფიკი?

ყოველთვის განვსაზღვრავთ, კლიენტს თანხა რისთვის სჭირდება და სესხის აღებისას მოქნილად ვუგებთ გადახდის გრაფიკს. ყველა ვთანხმდებით, რომ მხოლოდ სესხის გაცემა არ არის მნიშვნელოვანი, მომხმარებელმა გადახდები ადეკვატურად უნდა განახორციელოს და უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ ისევ ბიზნესისთვის გამოიყენოს მიღებული ფინანსური რესურსი. სწორედ ამიტომ შევისწავლით მის მდგომარეობას და ვადგენთ მასზე მორგებულ გრაფიკს: ამაში იგულისხმება როგორც საშეღავათო პერიოდი, ისე თანაგადახდა და სხვა.

ამასთან, მოქნილობაში იგულისხმება დროის რესურსის დაზოგვაც, რადგან განაცხადის დაფიქსირებიდან 24 საათის განმავლობაში მომხმარებლებს თანხა ანგარიშზე ესახებათ.

კამპანიის პირობებით სარგებლობისას აქვს თუ არა მნიშვნელობა სესხის მიზნობრიობას და განსაზღვრავს თუ არა ის გაცემული თანხის მოცულობას?

მიზნობრიობა არ განსაზღვრავს სასესხო თანხის მოცულობას. „გაზარდე შენი ბიზნესის“ ფარგლებში გაიცემა 50 000 ლარამდე სესხები, მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად და მას აღნიშნული თანხის გამოყენება ნებისმიერი მიზნობრიობით შეუძლია. სესხის გაცემისას მთავარი კრიტერიუმია, საიდან აქვს მას შემოსავალი, მნიშვნელობა არ აქვს, არის ეს ვაჭრობა, წარმოება თუ აგრობიზნესი - ფერმერული საქმიანობა, მეურნეობა, მესაქონლეობა და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ ამ კამპანიის ფარგლებში გაცემული სესხები არ არის უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი. მიკრო და მცირე მეწარმეებს 50 000 ლარამდე სესხები სჭირდებათ, რომლებისთვისაც უძრავი ქონებით უზრუნველყოფა ხელმისაწვდომი არ არის და ამასთან, სენსიტიურია. ამიტომ ამ კამპანიის ფარგლებში არანაირი უზრუნველყოფა და თავდებობა არ მოითხოვება.

რატომ არის კამპანიის პირობები „გაზარდე შენი ბიზნესი“ კონკურენტული?

მთავარი, რითაც გამოვირჩევით, არის უნიკალური ინფრასტრუქტურა, რომელიც საქართველოში არცერთ ფინანსურ ინსტიტუტს არ გააჩნია. ჩვენი ქსელი მოიცავს 365 წერტილს მთელი საქართველოს მასშტაბით, ჩვენი თანამშრომლები კი გამოირჩევიან პროფესიონალიზმით და ლოიალურად უდგებიან თავიანთ საქმეს.

ასევე კონკურენტებისგან მნიშვნელოვნად განგვასხვავებს ფასი. „გაზარდე შენი ბიზნესის“ ფარგლებში 50 000 ლარამდე სესხებზე დღეს ჩვენ გვაქვს ძალიან კონკურენტუნარიანი ფასი და ესეც მიმზიდველია ჩვენი მომხმარებლებისთვის.

რა არის თქვენი სამომავლო გეგმები როგორც კონკრეტულად ამ კამპანიის ფარგლებში, ასევე, ზოგადად, რა სიახლეებს შემოგვთავაზებს „ლიბერთი?“

„ლიბერთი“ 4 წელზე მეტია უკვე აქტიურად ავითარებს მიკრო და მცირე ბიზნესის მიმართულებას. თვე არ გავა, რამე სიახლე რომ არ დავნერგოთ. ახალი პროდუქტების შესახებ მეტ დეტალს სამომავლოდ გაგაცნობთ, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ კლიენტის მომსახურების კიდევ უფრო მოქნილ ფორმატზე გადასვლას ვგეგმავთ. დღეს თუ მას საკრედიტო პროდუქტით სარგებლობისთვის ერთხელ მაინც უწევს ფილიალში ვიზიტი, სამომავლოდ ეს პროცედურები სრულად დისტანციურად შესრულდება.

ასევე, სახელმწიფო პროექტებში ჩართულობის კუთხით გვაქვს და სიახლეები. ახლა „აწარმოე საქართველოსთან“, ასევე „შეღავათიანი აგროდაკრედიტების“ მიმართულებით სოფლის ვთანამშრომლობთ მეურნეობის განვითარების სააგენტოსთან და გვექნება ახალი პირობები, რაც ერთი მხრივ იქნება მარტივად ხელმისაწვდომი და მეორე მხრივ, ფასის მიხედვით კონკურენტული.

(R)