სახელმწიფო, მათ შორის, მუნიციპალური საწარმოები ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან სუბსიდიას ფაქტობრივად, ყოველწლიურად იღებენ. 2024 წლის რვა თვეში სახელმწიფო საწარმოები ჯამში 56.760 მლნ ლარით დასუბსიდირდნენ, მუნიციპალურები კი 347.823 მლნ ლარით.
ფისკალური რისკების შესახებ სახელმწიფო საწარმოთა აგრეგირებული ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის რვა თვის განმავლობაში ყველაზე დიდი მოცულობით სუბსიდია ადგილობრივი ბიუჯეტიდან თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ მიიღო - 186.478 მლნ ლარი. შემდეგია - თბილსერვის ჯგუფი, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია და ა.შ.
დოკუმენტის მიხედვით, 2022 წელს „ბლექ სი არენა ჯორჯიამ“ მიიღო 73.2 მლნ ლარი 2023-2024 წლებში დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზების მიზნით. ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შპს მოსავლის მართვის კომპანია რთველის პერიოდში ყურძნის მიღება-გადამუშავებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარების მიზნით, ბიუჯეტიდან ყოველწლიურად იღებს დაფინანსებას.
„ადგილობრივი მთავრობების წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოები, რომლებიც საქმიანობას ახორციელებენ ჯანმრთელობის დაცვის, კომუნალური სერვისების, მშენებლობის და სხვა სექტორებში თავისი საქმიანობის განხორციელების მიზნით, ასევე მუდმივად საჭიროებენ ადგილობრივი ბიუჯეტიდან მხარდაჭერას. 2023 წელს მუნიციპალიტეტების მიერ გამოყოფილ იქნა 488.5 მლნ ლარი, მათ შორის მხოლოდ თბილისის მუნიციპალიტეტის საწარმოებზე მოდის მთლიანი მოცულობის 82%.
სუბსიდიებს იღებენ მუნიციპალური საწარმოებიც შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტებიდან, მათგან აღსანიშნავია შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანია, რომელზე გაცემულმა სუბსიდიამაც 2023 წელს გადააჭარბა 271 მლნ ლარს, (2022 წელს-230.6 მლნ ლარი), რაც სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ღონისძიებების, საქალაქო სამგზავრო ტრანსპორტის მოძრავი შემადგენლობის მოდერნიზაციის და რეკონსტრუქციის პროექტების დასაფინანსებლად არის გამოყოფილი.
შპს თბილსერვის ჯგუფის საოპერაციო საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერები შეადგენს საშუალოდ 110 მლნ ლარს“, - წერია დოკუმენტში.
5 სახელმწიფო საწარმო, რომელმაც 2024 წლის რვა თვეში ბიუჯეტიდან ყველაზე დიდი მოცულობის სუბსიდია მიიღო:
5 მუნიციპალური საწარმო, რომელმაც 2024 წლის რვა თვეში ადგილობრივი ბიუჯეტიდან ყველაზე დიდი მოცულობის სუბსიდია მიიღო: