7 თვეში სებ-მა ოქროს რეზერვები 81.7%-ით გაზარდა

მიმდინარე წლის მარტიდან სექტემბრის ჩათვლით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ოქროს რეზერვები 81.7%-ით გაზარდა.

მარტში სებ-მა ოქრო პირველად შეისყიდა, რის შედეგადაც რეზერვების მოცულობამ $332.152 მლნ შეადგენა.

მომდევნო თვეებში ოქროს რეზერვების მოცულობა ასეთი იყო:

  • აპრილი – $529.405 მლნ
  • მაისი - $538.871 მლნ
  • ივნისი - $534.890 მლნ
  • ივლისი - $556.782 მლნ
  • აგვისტო - $576.758 მლნ
  • სექტემბერი - $603.515 მლნ

სექტემბერში ოქროს რეზერვების მოცულობამ მთლიანი რეზერვების 12.8% შეადგინა.

2024 წლის სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს საერთაშორისო რეზერვების მოცულობა $4.712 მლრდ-ს შეადგენდა, სავალუტო რეზერვების მოცულობა კი $3.635 მლრდ იყო.

ნათია ზარიძე