იოანე-ზოსიმეს ხელნაწერი საქართველოში დღეს ჩამოიტანეს. ხელნაწერი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საპატრიარქოში განთავსდება, შემდეგ კი ეროვნულ მუზეუმში გადაიტანენ.
უკვე ცნობილია, რომ ხელნაწერი გამოიფინება ოქროს ფონდშიც. მოგვიანებით კი იოანე-ზოსიმეს ხელნაწერს მეცნიერები შეისწავლიან.
შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ხელნაწერი კრისტის აუქციონზე 2024 წლის 11 ივნისს შეიძინა. როგორც ცნობილია, ივანიშვილმა ხელნაწერი აუქციონზე 1 250 000 ფუნტ სტერლინგად იყიდა.
ცნობისთვის, ქრისტიანულ-პალესტინურ არამეულ და ქართულ ენაზე შესრულებული ხელნაწერის ძირითადი ტექსტი მე-5-7 საუკუნეებით, ხოლო ტექსტის დასაწყისი 979 წლით თარიღდება. პალიმფსესტი გადაწერილია ცნობილი კალიგრაფის, ავტორის, მთარგმნელისა და წიგნის შემკვრელის ბერი იოანე ზოსიმეს მიერ. დაწერილია ქართული ტექსტით და შემორჩენილია მე-10 საუკუნის სინას წმინდა ეკატერინეს მონასტრიდან.