წელს, 8 თვეში საქართველოდან სხვა ქვეყნებში 68 091 ერთეული (1.478 მლრდ აშშ დოლარი) ავტომობილი გავიდა, რაც რაოდენობრივად მცირედით ჩამორჩება წინა წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელს, თუმცა თანხობრივად აჭარბებს. წინა წლის იანვარ-აგვისტოში ქვეყნიდან 69 494 ერთეული მანქანის (1.368 მლრდ აშშ დოლარი) ექსპორტი განხორციელდა.
ამასთან, საქსტატის მონაცემებით, წელს საანგარიშო პერიოდში, საქართველოდან ყველაზე მეტი ავტომობილი გავიდა, ყაზახეთში, ყირგიზეთსა და აზერბაიჯანში.
კერძოდ:
რაც შეეხება ფასს, სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, წელს იანვარ-აგვისტოს პერიოდში ყაზახეთში ექსპორტირებული ავტომობილის საშუალო ფასი 14.1 ათასი აშშ დოლარი იყო, ყირგიზეთში 36.4 ათასი აშშ დოლარად გავიდა, ხოლო აზერბაიჯანში - 20.8 ათას აშშ დოლარად.
შენიშვნა: ფასი დაანგარიშებულია საერთო მონაცემების მიხედვით და გამოყვანილია საშუალო ღირებულება. შესაბამისად, ზოგიერთი ავტომობილი შესაძლოა, უფრო ნაკლები ან მეტი ღირდეს.