2025 წლის შემდეგ, უკრაინა აღარ გააგრძელებს კონტრაქტს რუსული გაზის ტრანზიტთან დაკავშირებით. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა, სლოვაკეთის პრემიერთან, რობერტო ფიცოსთან ერთობლივ პრესკონფერენციისას განაცხადა.
„უკრაინა აღარ გააგრძელებს შეთანხმებას რუსეთთან ტრანზიტის შესახებ მას შემდეგ, რაც მისი შეთანხმების ვადა ამოიწურება“, - ხაზგასმით განაცხადა მან.
მისი თქმით, უკრაინის სტრატეგიული მიზანია რუსულ გაზზე სანქციების დაწესება და კრემლისთვის ნახშირწყალბადების გაყიდვით მიღებული შემოსავლის ჩამორთმევა.
„ჩვენ გვესმის ზოგიერთი სახელმწიფოს, კერძოდ, სლოვაკეთის დამოკიდებულება ამ რესურსზე, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ მარაგების ეტაპობრივი დივერსიფიკაცია მოხდება“, - აღნიშნა შმიგალმა.
მისი თქმით, უკრაინა მზადაა გააგრძელოს ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და ენერგეტიკული ქარტიის ხელშეკრულების შესაბამისად.