ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი სამუშაო ვიზიტით თურქეთის ქალაქ იღდირში იმყოფებოდა, სადაც კომპანია „აველიჯე მაქინე სანაი ვე თიჯარეთის" მიერ წარმოებული ლიფტები დაათვალიერა და ტექნიკური დეტალების შესახებ ინფორმაცია ადგილზე მიიღო. აღნიშნულ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, 2025 წლის 10 დეკემბრამდე ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ლიფტები ჯამში 98 მისამართზე მოეწყობა.
„ლიფტების ჩანაცვლების პროგრამა მოსახლეობის თანადაფინანსებით ხორციელდება. ღირებულების 1% -ს საბინაო ამხანაგობა ფარავს, დანარჩენი 99% ბიუჯეტიდან ფინანსდება. სამუშაოების დასრულების შედეგად ახალი ლიფტები 2700-ამდე ოჯახს მოემსახურება. სამუშაოების ღირებულება 7 მილიონ 622 ათას ლარს აღემატება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.