Bloomberg-ზე ერთი დოლარი 2.7275 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.7275 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 2.7246 კურსით დაიწყო.

ეროვნული ბანკის მიერ 9 ოქტომბრის დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.7257 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9885 ლარია.