ბოლნისის მერია - ქალაქ ბოლნისს კიდევ ერთი კეთილმოწყობილი ქუჩა შეემატება

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ბუბა გობეჯიშვილმა, მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან კონსტანტინე კორძაძესთან ერთად, ქალაქ ბოლნისში, გრიგოლ რობაქიძის ქუჩაზე, ქვაფენილის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.

პროექტის ფარგლებში, გრიგოლ რობაქიძის ქუჩის 280 გრძივ მეტრზე ადგილობრივი ბაზალტი დაიგება, შეიცვლება საცხოვრებელი სახლების ჭიშკრები.

პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 555 000 ლარს შეადგენს.

აღნიშნულ ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.