11 ოქტომბერს, უეფას ერთა ლიგის 2024-2025 წლის სეზონის მესამე შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ნაკრები უკრაინას დაუპირისპირდება. მატჩი პოლონეთში, ქალაქ პოზნანში გაიმართება. საქართველოში კი თამაშის ყურება რესპუბლიკის მოედანზე იქნება შესაძლებელი.
მატჩი თბილისის დროით 20:45 საათზე დაიწყება.
სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-ის მიხედვით, ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების ღირებულება 174 მლნ ევროს შეადგენს, უკრაინის ნაკრების ფასი კი 263 მლნ ევროა.
საქართველოს ნაკრები:
უკრაინის ნაკრები: