„ტყიბულში ქვანახშირის მოპოვებით დაკავებული კომპანიის აზრით, მოპოვება შეიძლება შეწყდეს ათ წელიწადში“, - ამის შესახებ „2024-2030 წლების ევროკავშირის ჭკვიანი სპეციალიზაცია იმერეთისთვის“ დოკუმენტშია საუბარია, რომელსაც ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
მიუხედავად მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლების მოლოდინისა, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ თუ განვითარდება აუცილებელი ინფრასტრუქტურა და პროდუქცია დააკმაყოფილებს უფრო მაღალ სტანდარტებს, მადნის მოპოვებასა და კარიერში მუშაობას სტატიკური ეკონომიკური პოტენციალი აქვს.
“იმერეთში წარმოებული ფეროშენადნობები ორჯერ მეტი რაოდენობით იქნა ექსპორტირებული 2021 წელს 2019 წელთან შედარებით, ხოლო ექსპორტირებული ფეროშენადნობების ფასი სამჯერ და უფრო მეტად გაიზარდა. მიმართულების (დომეინის) ექსპორტი გადის როგორც მეზობელ ქვეყნებში, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ექსპორტის მოცულობის გაზრდა შესაძლებელია, თუ განვითარდება აუცილებელი ინფრასტრუქტურა და პროდუქცია დააკმაყოფილებს უფრო მაღალ სტანდარტებს.
ტყიბულში ქვანახშირის მოპოვებით დაკავებული კომპანიის აზრით, მოპოვება შეიძლება შეწყდეს ათ წელიწადში, თუმცა დღეს ტყიბულის ქვანახშირი ერთადერთია კავკასიაში და მასზე მაღალია მოთხოვნა.
მადნის მომპოვებელი და გადამამუშავებელი კომპანიები რეგიონის უდიდეს დამქირავებელთა რიცხვში არიან. 2020 წელს ბიზნესში დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 57% სწორედ ამ დომეინებში მუშაობდა. კვალიფიკაციის უკმარისობა გავლენას ახდენს ყველა ზომისა და ყველა სექტორის ბიზნესზე. მთავარი გამოწვევებია სათანადო სასწავლო დაწესებულებების არარსებობა, დასაქმებული თანამშრომლების მაღალი ასაკი და ახალგაზრდების არასაკმარისი დაინტერესება შესაბამისი პროფესიებით. დოკუმენტის „საქართველოში ჭკვიანი სპეციალიზაციის კარტირება: იმერეთის რეგიონის ეკონომიკური და საინოვაციო პოტენციალი“ თანახმად, მადნის მოპოვებასა და კარიერში მუშაობას სტატიკური ეკონომიკური პოტენციალი აქვს“,- აღნიშნულია დოკუმენტში.