ქართულ ბანკებში რუსული რუბლით 84.3 მლნ ლარის დეპოზიტია განთავსებული

2024 წლის აგვისტოს მდგომარეობით, ქართულ ბანკებში რუსული რუბლით 84.3 მლნ ლარის დეპოზიტია განთავსებული - ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკაში.

საანგარიშო პერიოდში კომერციულ ბანკებში უცხოური ვალუტით განთავსებული იყო 28.353 მლრდ ლარის დეპოზიტი. აქედან ყველაზე დიდი წილი, თითქმის 78% აშშ დოლარზე მოდის. შემდეგია ევრო, ფუნტი-სტერლინგი, რუსული რუბლი და შვეიცარიული ფრანკი.

2024 წლის აგვისტოს მდგომარეობით ქართულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტების სტრუქტურა ასე გამოიყურება:

  • აშშ დოლარი - 22.1 მლრდ ლარი
  • ევრო - 5.778 მლრდ ლარი
  • ფუნტი სტერლინგი - 286.2 მლნ ლარი
  • რუსული რუბლი - 84.3 მლნ ლარი
  • შვეიცარული ფრანკი - 50.3 მლნ ლარი
  • სხვა ვალუტები - 57.9 მლნ ლარი

სებ-ის მონაცემებით, მთლიანად, 2024 წლის აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს ბაზარზე მოქმედ კომერციულ ბანკებში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 56.12 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 464.14 მლნ ლარით, ანუ 0.83%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.15%-ით მეტი).