2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში ტექინსპექტირება 714 707-მა სატრანსპორტო საშუალებამ გაიარა, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 8%-ით არის გაზრდილი. უფრო კონკრეტულად, გასული წლის 9 თვეში პერიოდული ინსპექტირება გავლილი ჰქონდა 660 359 ერთეულ სატრანსპორტო საშუალებას.
საქართველოს ავტომობილების ინსპექტორების ცენტრების ასოციაციის კვლევის -„ინსპექტირება უსაფრთხოებისთვის“ წარდგენილი სტატისტიკის თანახმად, 2019 წლიდან დღემდე 9 თვის ჭრილში ტექინსპექტირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2024 წლის საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა.
ამასთანავე, 2024 წელს შემოწმებული 714 ათასზე მეტი ტრანსპორტიდან 20.7% გაუმართავი იყო, ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით მცირედით არის გაზრდილი. აღსანიშნავია ისიც, რომ გაუმართაობის მაჩვენებელი 2019 წელთან შედარებით 2024 წელს თითქმის განახევრდა.
კერძოდ, 2019-2024 წლების იანვარ-სექტემბრის პერიოდში ტექინსპექტირების რაოდენობა ასე გამოყურება:
ამავე კვლევის მიხედვით, 2023 წელს ქვეყანაში 1.75 მილიონზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალება იყო რეგისტრირებული; 2022 წელს - 1.62 მილიონზე მეტი; 2021 წელს - 1.53 მილიონზე მეტი; 2020 წელს - 1.44 მილიონზე მეტი, ხოლო 2019 წელს 1.37 მილიონზე მეტი.
აღსანიშნავია ისიც, რომ კვლევაში არ არის მოცემული 2024 წლის მონაცემებით. მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებული მონაცემების მიხედვით კი ამ ეტაპისთვის საქართველოში 1 840 525 ავტოსატრანსპორტო საშუალებაა რეგისტრირებული, თუმცა უცნობია, რეგისტრირებული ტრანსპორტიდან რამდენია მოქმედი.