2024 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიის სახით 49.9 მლნ ლარი გაიცა. ამის შესახებ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამავე საანგარიშო პერიოდისთვის, საპენსიო დანაზოგით უკვე 13 270-მა ადამიანმა ისარგებლა.
"საპენსიო სააგენტოს 30 სექტემბრის სტატისტიკური მონაცემებით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1.557 მილიონი ადამიანია. 2024 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 13.270-მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 49.9 მლნ ლარი.
საპენსიო აქტივების ღირებულება კი შეადგენს 5.7 მლრდ ლარს, მათ შორის დაგენერირებულმა ამონაგებმა 1.32 მლრდ ლარს გადააჭარბა",- აღნიშნულია საპენსიო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.