„ბიზნეს ცენტრებში არსებული დიდი ფართები დეფიციტშია“ - რა არის მიზეზი

„ბიზნეს ცენტრებში არსებული დიდი ფართები დეფიციტშია“,- ამის შესახებ კვლევას „ქოლიერსი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნულის მიზეზი როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მსხვილი კომპანიების აქტიურობაა. შედეგად, კი დედაქალაქში უძრავი ქონების ბაზარი დღითიდღე უფრო კონკურენტული ხდება.

“ბოლო პერიოდში, დედაქალაქში დიდი ზომის საოფისე ფართებზე მოთხოვნის ზრდის ტენდენცია შეინიშნება, რაც გამოწვეულია როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი მსხვილი კომპანიების აქტიურობით. დედაქალაქში უძრავი ქონების ბაზარი დღითიდღე უფრო კონკურენტული ხდება, რადგან ბიზნეს ცენტრებში არსებული დიდი ფართები დეფიციტშია. ადგილობრივ მოთხოვნასთან ერთად, დიდია დაინტერესება საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდანაც. ძირითადი გამომწვევი ფაქტორი არის საერთაშორისო ორგანიზაციების გაფართოება და საოფისე ფართების გაუმჯობესების სურვილი.

ერთ-ერთ ძირითადი მოთხოვნაა 1000+ მ² საოფისე ფართების მოძიება ბიზნეს ცენტრებში, ასევე კომპანიები უპირატოსებას ანიჭებენ სივრცის ერთ სართულზე განთავსებას, რაც უკეთეს კოორდინაციასა და ეფექტურ მუშაობას უზრუნველყოფს. თუმცა, ამგვარი ფართების მოძიება საკმაოდ რთულია, რადგან ბიზნეს ცენტრებისა და მათში არსებული დიდი საოფისე ფართების რაოდენობა შეზღუდულია“,- ნათქვამია კვლევაში.

ნინი ქეთელაური