ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მიმდინარე წელს 10 მინი სპორტული სტადიონის და 3 სტადიონის, მათ შორის ორი კორტების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, 10 მინი სტადიონის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
„სამუშაოები შემდეგ ლოკაციებზე განხორციელდება; აღმაშენებლის ქუჩის მიმდებარედ; თორის ქუჩის N120-ის მიმდებარედ; რუსთაველის ქუჩის N107-ის მიმდებარედ; ნიკოლაძის ქუჩის N19-ის მიმდებარედ; ხორავას ქუჩის მიმდებარედ; პეტრე იბერის ქუჩის მიმდებარედ; მესხეთის ქუჩა N31-ის მიმდებარედ; სოფელი ტიმოთესუბანი; მესხეთის ქუჩა N85-ის მიმდებარედ; ახალი უბნის დასახლება.
10 მინი სტადიონის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
ბორჯომში, ასევე, მიმდინარებს ჯემალ ზეინკლიშვილის სახელობის ცენტრალური საფეხბურთო მოედნის სრული რეაბილიტაცია. ასევე ყოფილი ტურბაზის ტერიტორიაზე და სოფელი ტბაზე ფეხბურთის მოედანი და ჩოგბურთის კორტი მოეწყობა.
ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და ახალგაზრდების ხელშეწყობის მიზნით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.