საქართველოს 5 ქალაქი, სადაც ჰაერის დაბინძურება ნორმაზე მაღალია

არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე პოლუსის“ მონიტორინგის სისტემის მონაცემებით, თბილისში, რუსთავში, მცხეთაში, გორში და მარნეულში ახლა ჰაერის დაბინძურება ნორმაზე მაღალია.

მონიტორინგი ხორციელდება საბაზისო დამბინძურებლებზე, მაგალითად ისეთზე, როგორიც არის PM2.5 – მტვრის მყარი ნაწილაკები, ადამიანის ორგანიზმისა და რესპირატორული სისტემისთვის ერთ-ერთი ყველაზე საზიანო ნაწილაკი.

PM არის უმცირესი ზომის მტვრის მყარი ნაწილაკები (Particulate Matter – PM).

PM2.5 კი, მისი მცირე ზომიდან გამომდინარე (2.5 მიკრონი ან ნაკლები), სხვა ნაწილაკებზე მეტად საშიშია, რადგან მას შეუძლია გასცდეს ფილტვის ბარიერს და მოხვდეს სისხლის მიმოქცევის სისტემაში. საქართველოში PM2.5-ის ზღვრულად დასაშვები ნორმა 25 მკგ/მ3 არის.

ონლაინ რეჟიმში აღრიცხული მონაცემებით აღნიშნულ ქალაქებში PM2.5-ის დონე ასეთია:

  • რუსთავი - 77 მკგ/მ3
  • მარნეული - 47 მკგ/მ3
  • მცხეთა - 36 მკგ/მ3
  • თბილისი - 33 მკგ/მ3
  • გორი - 31 მკგ/მ3

ნათია ზარიძე