დღეს, 12 ოქტომბერს, „გურჯაანის ღვინის ფესტივალი“ გაიმართება. ფესტივალის ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიება მასშტაბური და სანახაობრივად დატვირთული იქნება.
„გურჯაანის ღვინის ფესტივალის“ დღის წესრიგი ასეთია:
14:00-20:00 ღვინო - ჩვენი საუნჯე სომელიეების შოუ / ღვინის სახალისო კონკურსი IWSC ოქროს მედალოსანი ღვინოების პრეზენტაცია ევროპული ღვინოების პრეზენტაცია ქართული ბაზარი კახური მასტერკლასები
14:00-22:00 მარკეტი მეღვინეთა სივრცე მეწარმეთა სივრცე ქართული ეთნო ნაწარმი მეღვინეობა-მევენახეობასთან დაკავშირებული საინფორმაციო სივრცეები
14:00-22:00 ფუდქორთი კახური ეზო ქართული სთრით ფუდი მწვადის სივრცე თათარობა და თონეში პურის ჩაკვრა, საწნახელში ყურძნის დაწურვა
14:00-18:00 მუსიკალური პროგრამა ბავშვთა სივრცეში
14:00-22:00 ფესტივალის მთავარი საკონცერტო სცენის მუსიკალური პროგრამა
• ანსამბლი გურჯაანი
• ხარება
• უნისონი
• ნათია ქოროღლიშვილი/ტატო გოდერძიშვილი
• აჩიკო ნიჟარაძე
• ქართული ხმები
• დათუნა სირბილაძე
• ანსამბლი შვიდკაცა
• კატო კვარაცხელია/ლუკა თოფურია/ნოდარიკო ხუციშვილი
• DJ Chinau