აშშ-ის ფლორიდის შტატში ქარიშხალ „მილტონისგან“ მიყენებული ზარალი დაახლოებით 50 მილიარდ დოლარად შეიძლება შეფასდეს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება ფოკუსირებულია ფლორიდაში ელექტრომომარაგების აღდგენასა და ნანგრევების გაწმენდაზე.
მე-3 კატეგორიის ქარიშხალი მილტონი, 9 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 20:30 საათზე, ფლორიდის დასავლეთ სანაპიროს დაატყდა თავს. ქარის სიჩქარემ 193 კმ/სთ მიაღწია.
ქარიშხალს 11 ადამიანი ემსხვერპლა.
ქარიშხალმა ფლორიდაში წვიმა და წყალდიდობა გამოიწვია, ასევე სულ მცირე 20 ტორნადო. შტატში დაახლოებით 3,3 მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.